შეხვედრების ოთახი ,,სიმპოზიუმი” თავისი კომფორტული სკამებით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, გათბობა-გაგრილების სისტემებით, რესეფშენით, ტექნიკური აღჭურვილობით, თქვენი მცირე შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია. ,,სიმპოზიუმი” თეატრალური და საკლასო განლაგებით 30 სტუმარს იტევს, ხოლო U-shape განლაგებით კი 18 სტუმარს. შეხვედრების დარბაზი ,,თურსა” კი 60 სტუმარზეა გათვლილი, რომელიც U-shape განლაგებით არის წარმოდგენილი, დარბაზი სრულად არის ტექნიკურად აღჭურვილი, ასევე გათბობა-გაგრილების სისტემებით, კომფორტული სამუშაო სივრცით და ჩაშენებული ყავის შესვენების მაგიდით. რანდიოზული ღონისძიებებისთვის კი ჩვენ ძირითად დარბაზს ივენთ ჰოლი ,,მირაჟი”-ს წარმოგიდგენთ, რომელიც 400-მდე სტუმარზეა გათვლილი რესეფშენით, ჩაშენებული ეკრანით და გახმოვანების სისტემით. ივენთ ჰოლი ვიტრაჟული შუშებით და აივნით ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის საუკეთესო ადგილია.