აღმოაჩინეთ კომფორტისა და ელეგანტურობის საუკეთესო სამყარო ბესტ უესტერნ პლას ბათუმში
წარმოგიდგენთ რესტორან და ლაუნჯ-ბარ ,,ამბროსიას”, რომელიც თქვენი კულინარიული მოგზაურობის და შეკრების უცვლელ ადგილად იქცევა რესტორანი ,,ამბროსია” სტუმრებს დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე უმასპინძლებს, დილის განსაკუთრებული საუზმიდან ვახშმამდე.
რესტორანი 120 სტუმარზეა გათვლილი. ლაუნჯ-ბარი ,,ამბროსია” კი სტუმრებს 15:00-00:00 საათამდე უმასპინძლებს, განსაკუთრებული კოქტეილებით და სპეციალურად შემუშავებული მენიუთი. ლაუნჯ-ბარი 60 ადამიანზეა გათვლილი.
შეხვედრების ოთახი ,,სიმპოზიუმი” თავისი კომფორტული სკამებით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, გათბობა-გაგრილების სისტემებით, რესეფშენით, ტექნიკური აღჭურვილობით, თქვენი მცირე შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია. ,,სიმპოზიუმი” თეატრალური და საკლასო განლაგებით 30 სტუმარს იტევს, ხოლო U-shape განლაგებით კი 18 სტუმარს. შეხვედრების დარბაზი ,,თურსა” კი 60 სტუმარზეა გათვლილი, რომელიც U-shape განლაგებით არის წარმოდგენილი, დარბაზი სრულად არის ტექნიკურად აღჭურვილი, ასევე გათბობა-გაგრილების სისტემებით, კომფორტული სამუშაო სივრცით და ჩაშენებული ყავის შესვენების მაგიდით. რანდიოზული ღონისძიებებისთვის კი ჩვენ ძირითად დარბაზს ივენთ ჰოლი ,,მირაჟი”-ს წარმოგიდგენთ, რომელიც 400-მდე სტუმარზეა გათვლილი რესეფშენით, ჩაშენებული ეკრანით და გახმოვანების სისტემით. ივენთ ჰოლი ვიტრაჟული შუშებით და აივნით ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის საუკეთესო ადგილია.
,,თურსალენდი” განსაკუთრებული კონცეფციის ის სივრცეა, რომელიც აჭარაში პირველია, იგი მოიცავს VR აპარატებს დიდებისა და პატარებისთვის, სამაგიდო თამაშებს, რბილ სათამაშო ოთახს მცირეწლოვნებისათვის, ბილიარდს, მაგიდის ჩოგბურთს და სწრაფი კვების ობიექტს.
,,პალესტრა” სპა და ფიტნესი 800 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი, რომელიც: დახურულ აუზებს (მათ შორის ბავშვთა აუზს) სავარჯიშო დარბაზს, მასაჟის ოთახებს, ჰამამს და ორთქლის საუნებს მოიცავს. რელაქსაციის დასვენების და ჯანსაღი ცხოვრებისთვის
ეს საუკეთესო სივრცეა.